კალათბურთი | გიორგი შერმადინმა „ლეიდესთან“ მატჩში „ტენერიფეს“ 18 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე „ლეიდეს“ შეხვდა და 87:94 დამარცხდა.
ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა მწვრთნელისგან 24 წუთი მიიღო და თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო – 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება, ერთი შედეგიანი გადაცემა. შერმადინმა მატჩის განმავლობაში ცხრა ორქულიანი ჩააგდო.
„ტენერიფეს“ შემადგენლობაში 11-11 ქულა ჰქონდათ ლიეტუველ გიედრაიტისსა და ვან ბეკს.
ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ 9 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 17 იანვარს „ბილბაოსთან“ გამართავს.