გიორგი შერმადინმა კლუბი შეიცვალა
გიორგი შერმადინმა კლუბი შეიცვალა

საქართველოს ნაკრების 30 წლის კალათბურთელი გიორგი შერმადინი მალაგის „უნიკახადან“ კანარის კუნძულების „იბეროსტარ ტენერიფეში“ გადავიდა. გიორგის 1+1 ტიპის კონტრაქტი გაუფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ კლუბში მინიმუმ ერთ წელიწადს გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე შერმადინის ახალმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა.

კანარის კუნძულებზე თამაშობს კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი – ბექა ბურჯანაძე, რომელიც „გრან კანარიას“ მოთამაშეა.