კალათბურთი | გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
კალათბურთი | გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ სტუმრად თურქულ „ტოფასს“ დაუპირისპირდა და 81:64 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა შეხვედრაში მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო, ხოლო საკუთარ გუნდს ორმაგი დუბლით დაეხმარა – 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა. შერმადინმა 7-ორქულიანიდან 5 გამოიყენა.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ ესპანურ „ტენერიფეს“ სამი გამარჯვება აქვს და ოთხგუნდიანი ჯგუფის ლიდერია. „ტოფასის“ გარდა, შერმადინის გუნდს დაპირისპირება იტალიურ „ტრაპანისთან“ და ისრაელის წარმომადგენელ „ბნეი ჰერზლიასთან“ უწევს. თითოეული გუნდი ჯგუფში ექვს მატჩს ატარებს და შემდეგ ეტაპზე პირდაპირი წესით პირველადგილოსანი გადის.

„ტენერიფე“ ასევე წაუგებლად ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს, ხოლო ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ლიგამ გიორგი შერმადინი დაასახელა.