კალათბურთი | გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ტენერიფეს“ 11 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიურ „ტრიესტეს“ დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე 84:82 გაიმარჯვა.
შერმადინმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა 4-დან 4 ორქულიანი გამოიყენა და 3 საჯარიმო ჩააგდო.
ორი ტურის შემდეგ მოპოვებული ორი გამარჯვებით „ტენერიფე“ L ჯგუფის ლიდერია. თითო გამარჯვებით მეორე და მესამე ადგილებს „ტრიესტე“ და „გრან კანარია“ იყოფენ, ხოლო ბოლო ადგილზეა „ნიმბურკი“.
მომდევნო ტურში შერმადინის გუნდი „გრან კანარიას“ შეხვდება. შემდეგ ეტაპზე, მეოთხედფინალში ორი საუკეთესო გადის.