კალათბურთი | გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე „გალათასარაისთან“ „ტენერიფეს“ 14 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე „გალათასარაისთან“ „ტენერიფეს“ 14 ქულა შესძინა #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე თურქული „გალათასარაი“ 84:83 დაამარცხა.

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 14 ქულა, 4 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება იყო. შერმადინმა ხუთი ორქულიანი და ოთხი საჯარიმო გამოიყენა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ტენერიფეს“ ავსტრალიელი უკანახაზელი პატი მილსი დასახელდა, რომელმაც შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.

მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი თურქეთში 8 აპრილს შედგება.