კალათბურთი | გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ წლის პირველი მატჩი „ხუვენტუდთან“ გამართა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის გუნდმა, „ტენერიფემ“ 2026 წლის პირველი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად „ხუვენტუდთან“ გამართა და 67:78 დამარცხდა.
ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 6 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. შერმადინმა მატჩის განმავლობაში სამი ორქულიანი გამოიყენა.
„ტენერიფეს“ რიგებში ყველაზე მეტი, 12 ქულა ჰქონდა ტიმ აბრომაიტისს, 9-9 ქულით დაასრულეს შეხვედრა გამოცდილმა კალათბურთელებმა, ხაიმე ფერნანდესმა და მარსელინიო უერტასმა.
ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ 9 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 10 იანვარს „ლეიდესთან“ გამართავს.