კალათბურთი | გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ადგილისთვის გამართულ დაპირისპირებაში გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფე“ „უნიკახასთან“ 80:85 დამარცხდა და ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
გიორგი შერმადინმა მოედანზე გატარებულ 22 წუთში „ტენერიფეს“ 14 ქულა და 3 მოხსნა შესძინა.
ვეტერანი ქართველი კალათბურთელის გუნდი ბრძოლას ესპანეთის ჩემპიონატში აგრძელებს – „ტენერიფეს“ სეზონის დასრულებამდე 5 შეხვედრა აქვს დარჩენილი და ამჟამად 34 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.