კალათბურთი | გიორგი შერმადინის 15 ქულა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ #1TVSPORT

10:31, 30.03.2026

გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე „სარაგოსას“ შეხვდა და 99:76 გაიმარჯვა.

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მწვრთნელისგან 16 წუთი მიიღო და თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – 15 ქულა, 3 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ 15 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 5 აპრილს „ლეიდას“ შეხვდება.

მსგავსი