კალათბურთი | გიორგი შერმადინის 14 ქულა - „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში „ბურგოსს“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში „სან პაბლო ბურგოსს“ შეხვდა და 101:97 დაამარცხა.

შერმადინი „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მწვრთნელისგან 24 წუთი მიიღო, ხოლო გუნდს 14 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა 3005 ქულით „ტენერიფეს“ ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ ხერმან გონსალესს 186 ქულით ჩამორჩება.

„ტენერიფეს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 28 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით ბრაზილიელი გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი გახლდათ.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ 5 გამარჯვებითა და ერთი მარცხით „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა – კუნძულელები მხოლოდ „ვალენსიას“ ჩამორჩებიან.

შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 16 ნოემბერს სწორედ „ვალენსიასთან“ სტუმრად ჩაატარებს.