კალათბურთი | გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

ვეტერანი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი კლუბ „ტენერიფეს“ ისტორიაში 3194 ქულით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში „მანრესასთან“ 80:86 დამარცხდა, ხოლო აღნიშნულ შეხვედრაში შერმადინმა გუნდს 23 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ქართველმა მოთამაშემ 9-დან 7 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 11-დან 10 ბურთი ჩააგდო და შეტევაში თითქმის უშეცდომო იყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

ამ დროისთვის „ტენერიფეს“ ლიგა ენდესაში 12 გამარჯვება და 9 მარცხი აქვს, რითიც მერვე ადგილზეა. მომდევნო ტურში გუნდი 14 მარტს საკუთარ მოედანზე „ვალენსიას“ უმასპინძლებს.