კალათბურთი | გიორგი შერმადინი გუნდის ბომბარდირი გახდა, „ტენერიფე“ კანარის კუნძულების დერბიში დამარცხდა #1TVSPORT
კალათბურთი | გიორგი შერმადინი გუნდის ბომბარდირი გახდა, „ტენერიფე“ კანარის კუნძულების დერბიში დამარცხდა #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მეზობელი კუნძულების გუნდ „გრან კანარიას“ ესტუმრა. შეხვედრა ტენერიფელთა უპირატესობით წარიმართა, ერთ ეპიზოდში 47:30-იც დაწინაურდა, თუმცა საბოლოო გამარჯვება „გრან კანარიას“ დარჩა – 72:70.

სტუმართა ბომბარდირი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. მის ანგარიშზე 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმოა.

„ტენერიფესა“ და „გრან კანარიას“ თითო წაგების წილ ორ-ორი მოგება აქვთ და ოთხგუნდიან ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. პლეიოფში სწორედ ორი საუკეთესო გადის. შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 10 თებერვალს პრაღაში, „ნიმბურკის“ წინააღმდეგ გამართავს.