კალათბურთი | გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრალურ თავდამსხმელს, გიორგი შერმადინს აქვს შანსი, ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშე (MVP) ზედიზედ მეორედ გახდეს.
შერმადინი თვის საუკეთესოდ ოქტომბერში უკვე აღიარეს, ხოლო ნოემბერში ნაჩვენები შედეგებით ის კვლავ ნომინანტთა შორის მოხვდა.
მიმდინარე თვის მანძილზე ვეტერანი ქართველი კალათბურთელი საშუალოდ 15 ქულას აგროვებს, ხოლო მისი შედეგიანობის კოეფიციენტი 20.3-ს უტოლდება, რაც ნოემბერში მესამე საუკეთესო მაჩვენებელია ლიგა ენდესაში.
თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის, შერმადინთან ერთად, ოტის ლივინგსტონი („ჟირონა“), მარსელინიო უერტასი („ტენერიფე“), მელვინ პანცარი („ბილბაო“), ჯინ მონტერო („ვალენსია“), უგო ბენიტესი („ბაქსი მანრესა“), ალექს რეიესი („ბაქსი მანრესა“) და დანკო ბრანკოვიჩი („ბრეოგანი“) იბრძვიან.
გადამწყვეტი იქნება „სარაგოსათან“ მატჩი, რომელიც ქართველი მოთამაშის „ტენერიფეს“ 23 ნოემბერს ელის.
გეტყვით იმასაც, რომ გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო კარიერაში 14-ჯერ აქვს მოგებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
🗒️ ¡Así está la carrera por el MVP de noviembre!
Repasa la lista de los principales candidatos a convertirse en el MVP de noviembre en la #LigaEndesa, con Livingston como mejor posicionado y Shermadini amenazando con repetir su galardón de octubre 👀
➡️ https://t.co/7VkUbaIM2R pic.twitter.com/MWfgKtl3yz
— Liga Endesa (@ACBCOM) November 19, 2025