კალათბურთი | გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT

19:21, 09.02.2026

„ტენერიფეს“ ვეტერანი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

აღნიშნული ტიტული შერმადინმა კარიერაში 26-ედ მიიღო, რაც რეკორდია. აღსანიშნავია, რომ მე-10 ტურის მატჩების ნაწილი დეკემბერში ჩატარდა, ხოლო გარკვეული შეხვედრები მხოლოდ ახლა გაიმართა.

„ტენერიფემ“ მე-10 ტურში „ბრეოგანს“ 108:86 მოუგო. გიორგი შერმადინმა 29 წუთში 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ამჟამად „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა. 14 დეკემბერს შერმადინის გუნდი კვლავ „ბრეოგანს“ შეხვდება.

მსგავსი