კალათბურთი | გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „ტრაპანის“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 80:83 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, ხოლო ამ დროის მანძილზე 13 ქულა, 9 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მიუხედავად იმისა, რომ ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, შერმადინი მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მიმდინარე სეზონში ეს „ტენერიფესთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მარცხი იყო, თუმცა შერმადინის გუნდი ჯგუფში 9 ქულით კვლავ ლიდერია.