კალათბურთი | გიორგი კორსანტიას ორმაგი დუბლით „გიპუსკოამ“ დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ დაამარცხა #1TVSPORT
ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო დივიზიონში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრების გუნდები შეხვდნენ – გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“ სტუმრად დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ 71:63 დაამარცხა.
კორსანტია მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და მოედანი ორმაგი დუბლით დატოვა – 16 ქულა, 14 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა. ეს გამარჯვება ქართველი კალათბურთელის გუნდისთვის ზედიზედ მეშვიდე გახლდათ.
დუდა სანაძემ შეხვედრა 5 ქულით, ერთი მოხსნითა და ერთი ჩაჭრით დაასრულა – მან ორი ორქულიანი და ერთი საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო.
ჩემპიონატში ჩატარებული 14 მატჩის შემდეგ „გიპუსკოა“ 8 გამარჯვებით ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო „პალმერ ბასკეტი“ 2 მოგებით ბოლო, მე-17 პოზიციაზეა. პირველადგილოსანი ასპარეზობას ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს, ხოლო მეორედან მეცხრე ადგილის ჩათვლით გასული გუნდები პლეი ოფში იბრძოლებენ.