კალათბურთი | გიორგი კორსანტიას ორმაგი დუბლი „გიპუსკოას“ რიგებში #1TVSPORT
გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“ ესპანეთის მეორე დივიზიონის მე-11 ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე „მელიია“ დიდი სხვაობით დაამარცხა – 84:62.
ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მოედანზე 27 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 11 მოხსნა და 1 ასისტი. კორსანტიამ 4 ორქულიანი ჩააგდო და 6 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
ბასკურმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, სეზონში კი მეხუთე შეხვედრა მოიგო და საპლეიოფო ზონაში გადაინაცვლა.
მომდევნო ტურში „გიპუსკოა“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, „ოურენსეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.