კალათბურთი | გიორგი კორსანტიას 14 ქულა „გიპუსკოას“ რიგებში #1TVSPORT
გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“ ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო დივიზიონში 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად ერთ-ერთ ლიდერთნ, „პალენსიასთან“ გამართა და დამაჯერებლად, 76:64 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მწვრთნელისგან 18 წუთი მიიღო. მან გუნდს 14 ქულა და 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. კორსანტიამ 4 ორქულიანი და 6 საჯარიმო გამოიყენა.
„გიპუსკოას“ ჩემპიონატში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ 4 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მე-9 ადგილზე, პლეი ოფის ზონაშია.