კალათბურთი | გიორგი კორსანტიას 10 ქულა და „გიპუსკოას“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება #1TVSPORT
კალათბურთი | გიორგი კორსანტიას 10 ქულა და „გიპუსკოას“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება #1TVSPORT

გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“ ესპანეთის მეორე დივიზიონის მე-12 ტურის მატი სტუმრად „ოურენსესთან“ გამართა და 89:77 გაიმარჯვა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. კორსანტიამ 4 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

ბასკურმა გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, სეზონში კი მეექვსე შეხვედრა მოიგო და საპლეიოფო ზონაში, მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო ტურში „გიპუსკოა“ საკუთარ მოედანზე „ესტელას“ დაუპირისპირდება.