კალათბურთი | გიორგი კორსანტიამ „გიპუსკოას“ რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
გიორგი კორსანტიას „გიპუსკოა“ ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო დივიზიონში საკუთარ მოედანზე „პალენსიას“ შეხვდა და 57:71 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კორსანტიამ ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 13 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა.
ამ მომენტისთვის „გიპუსკოა“ ჩემპიონატში 15 მოგებითა და 10 მარცხით მეოთხე ადგილზეა.
ამავე ლიგაში ითამაშა დუდა სანაძის „პალმერ მალიორკამ“ და სტუმრად „ობრადოიროსთან“ 80:89 წააგო. ქართველმა მოთამაშემ 27 წუთში გუნდს 15 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა შესძინა.
„პალმერ მალიორკა“ 6 მოგებითა და 18 მარცხით მე-15 ადგილზეა და ამჟამად გასავარდნთა ზონაში არ იმყოფება.