კალათბურთი | ფიბა-ევროპის თასზე „ქუთაისი“ საბერძნეთში დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა, „ქუთაისმა“ ფიბა-ევროპის თასზე მეორე მატჩი გამართა. მისი მეტოქე ბერძნული „პერისტერი“ იყო, რომელმაც შინ დამაჯერებლად გაიმარჯვა – 102:67.
„ქუთაისიდან“ ყველაზე მეტი ტაირი ბოიკინმა ჩააგდო, 11 ქულა ჰქონდა დერეკ ბრაუნინგს, 10 – ლუკა ალავიძეს.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ფიბა-ევროპის თასზე მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს თბილისში ესპანური „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს.