კალათბურთი | ევროლიგის პლეიინში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკოს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
ევროლიგის მეოთხედფინალში მოსახვედრად ერთმანეთს მანუჩარ მარკოიშვილი და თორნიკე შენგელია დაუპირისპირდებიან. მანუჩარი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელია, ხოლო თორნიკე – „ბარსელონას“ ერთ-ერთი ლიდერი. მატჩი 24 აპრილს გაიმართება და გამარჯვებული პლეიოფში „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.
მარკოიშვილს ჰქონდა შანსი, რომ „ბარსელონასთან“ დაპირისპირების გარეშე მოხვედრილიყო მეოთხედფინალში, თუმცა პლეიინის საწყისი შეხვედრა „პანათინაიკოსთან“ 79:87 დათმო.
რაც შეეხება „ბარსას“, მეოთხედფინალამდე ორი მატჩის მოგება სჭირდება. პირველი, სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ 80:72 მოიგო, მეორე 24 აპრილს რომ გაიმართება, უკვე მოგახსენეთ.
სერბებთან გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა კლაიბერნისა და პანტერის შედეგიანმა თამაშმა. ორივემ 22-22 ქულა ჩააგდო. ხოლო შენგელიამ 23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.