კალათბურთი | ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე საბერძნეთის წარმომადგენელი „ოლიმპიაკოსი“ 98:85 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 29 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 14 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ 4 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ბარსელონას“ რიგებში ყველაზე მეტი, 28 ქულა ჰქონდა ვილ კლაიბერნს, 24 – კევინ პანტერს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 10 მოგება და 5 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მესამე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეი ოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს.

შემდეგი მატჩი „ბარსელონას“ 16 დეკემბერს „პარიზთან“ ელის.