კალათბურთი | ესპანეთის ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა #1TVSPORT

19:12, 27.02.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, 21:30 საათზე დანიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს. A ჯგუფში, დანიის გარდა, ჩვენი გუნდის მეტოქეები არიან ესპანეთი და უკრაინა.

სწორედ უკრაინამ უმასპინძლა ესპანელებს ლატვიაში და 66:83 დამარცხდა. სტუმართაგან საუკეთესოები იყვნენ კარდენასი და ბასასი, რომლებმაც 16-16 ქულა ჩააგდეს. უკრაინის ნაკრებში კი ყველაზე მეტი, 15 ქულა ალექსანდრ კოვლიარს ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო „ფანჯარაში“ საქართველოს ნაკრები უკრაინას 2 ივლისს ეწვევა, ხოლო ესპანეთს 5 ივლისს უმასპინძლებს.

 

მსგავსი