კალათბურთი | დუდა სანაძის 13 ქულა „ფუენლაბრადასთან“ მატჩში #1TVSPORT
კალათბურთი | დუდა სანაძის 13 ქულა „ფუენლაბრადასთან“ მატჩში #1TVSPORT

დუდა სანაძის „პალმერ მალიორკამ“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ფუენლაბრადასთან“ გამართა და 79:88 დამარცხდა.

სანაძე მალიორკელთა ძირითად ხეუთეულში იყო, მოედანზე 33 წუთი გაატარა და თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ – მან 13 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა აქტივში.

„პალმერ მალიორკა“ ამჟამად ესპანეთის მეორე ლიგაში დასარჩენად იბრძვის. გუნდს 16 მატჩის შემდეგ 3 გამარჯვება აქვს და მე-16 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „პალმერ მალიორკა“ პირველ თებერვალს „ზამორასთან“ გამართავას.

ამავე ლიგაში ითამაშა გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“ და ზედიზედ რვა გამარჯვების შემდეგ „ესტია მენორკასთან“ სტუმრად 64:71 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა შეხვედრა 5 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით დაასრულა.

ამჟამად „გიპუსკოა“ პლეი ოფის ზონაში, მეშვიდე ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი პირველ თებერვალს „ესტუდიანტესთან“ ჩაატარებს.