კალათბურთი | დუდა სანაძე „პალმერ მალიორკას“ გამარჯვებაში 13 ქულით დაეხმარა #1TVSPORT
კალათბურთი | დუდა სანაძე „პალმერ მალიორკას“ გამარჯვებაში 13 ქულით დაეხმარა #1TVSPORT

დუდა სანაძის „პალმერ მალიორკამ“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ესტელასთან“ გამართა და 76:73 გაიმარჯვა.

სანაძე მალიორკელთა ძირითად ხეუთეულში იყო, მოედანზე 24 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან 13 ქულა, ორი ჩაჭრა, ერთი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

„პალმერ მალიორკა“ ამჟამად ესპანეთის მეორე ლიგაში დასარჩენად იბრძვის. გუნდს 15 მატჩის შემდეგ 3 გამარჯვება აქვს, ამ ეტაპზე გასავარდნთა ზონას თავი დააღწია და მე-15 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს „პალმერ მალიორკა“ 18 იანვარს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთნ, „ფუენლაბრადასთან“ ჩაატარებს.