კალათბურთი | დუდა სანაძე „კარტახენასთან“ მატჩში „მალიორკის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა #1TVSPORT
დუდა სანაძის „პალმერ მალიორკამ“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „კარტახენასთან“ გამართა და 77:68 გაიმარჯვა.
სანაძე მალიორკელთა ძირითად ხეუთეულში იყო, მოედანზე 24 წუთი გაატარა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 16 ქულით. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეს 2 მოხსნა და ერთი ჩაჭრა ჰქონდა.
„პალმერ მალიორკა“ ამჟამად ესპანეთის მეორე ლიგაში დასარჩენად იბრძვის. გუნდს 10 მატჩის შემდეგ ორი გამარჯვება აქვს და მე-16 ადგილზეა. უსაფრთხო ზონას სანაძის გუნდი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
მომდევნო მატჩს „პალმერ მალიორკა“ 17 დეკემბერს „ბურგოსთან“ გამართავს.