კალათბურთი | დუდა სანაძე - დანიასთან მეორე მატჩის წინ მეტი კონცენტრაცია გვჭირდება #1TVSPORT
დღეს, 20:50 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დანიას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს „ჯვაროსნებმა“ 27 თებერვალს 89:71 აჯობეს.
განმეორებითი მატჩის წინ მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მსროლელმა დუდა სანაძემ.
„სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე რთულ მდგომარეობაში ვართ (2 წაგება, 1 მოგება – ავტ.). ყველა მატჩი მოსაგებია. დანიაში დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს შედეგი იოლად არ მოსულა. დანია ახალგაზრდა, მოძრავი და მებრძოლი გუნდია, რომელთან განმეორებით მატჩს კიდევ უფრო კონცენტრირებულები უნდა შევხვდეთ. ფინალის ტოლფასი თამაში იქნება. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა“.