კალათბურთი | დუდა სანაძე 19 ქულით „პალმერ ბასკეტის“ რიგებში საუკეთესო იყო #1TVSPORT
კალათბურთი | დუდა სანაძე 19 ქულით „პალმერ ბასკეტის“ რიგებში საუკეთესო იყო #1TVSPORT

დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტმა“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „მელილასთან“ გამართა და 76:90 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მწვრთნელისგან 30 წუთი მიიღო და თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო – მან 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. სანაძემ 5 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 6 საჯარიმო ჩააგდო.

„პალმერ ბასკეტს“ ამჟამად ესპანეთის პრიმერა ლიგაში ერთი გამარჯვება და შვიდი მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 7 დეკემბერს „ესტუდიანტესთან“ გამართავს.

ამავე ლიგაში გამოდის საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, გიორგი კორსანტიას „გიპუსკოა“, რომელსაც ორი გამარჯვება და ექვსი მარცხი აქვს.

ქართველი მოთამაშეები ეროვნულ გუნდს შეუერთდებიან – 27 ნოემბერს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30 ნოემბერს გასვლით მატჩს ესპანეთთან გამართავს.