კალათბურთი | ბექა ბურჯანაძის 6 ქულა მადრიდის „რეალთან“ - გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“ ისევ მოიგო #1TVSPORT
კალათბურთი | ბექა ბურჯანაძის 6 ქულა მადრიდის „რეალთან“ - გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“ ისევ მოიგო #1TVSPORT

ესპანეთის უმაღლესსა და რანგით მეორე საკალათბურთო დივიზიონებში მოასპარეზე ქართველებმა მორიგ ტურში მიიღეს მონაწილეობა.

ბექა ბურჯანაძის „გრანადამ“ ლიგა ენდესას მე-8 ტურში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 100:111 დამარცხდა.

ბურჯანაძემ მოედანზე 12 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 6 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ქართველმა მოთამაშემ 1 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.

ჩემპიონატში „გრანადა“ ბოლო პოზიციაზე რჩება და მომდევნო ტურში „სარაგოსას“ დაუპირისპირდება.

რანგით მეორე ლიგაში გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“ „ფუენლაბრადა“ 87:70 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17 წუთი გაატარა – მან 8 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

„გიპუსკოამ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და გასავარდნთა ზონას თავი დააღწია.