კალათბურთი | ბექა ბურჯანაძის 11 ქულა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში „გრან კანარიასთან“ #1TVSPORT

13:45, 21.12.2025

ბექა ბურჯანაძის „გრანადამ“ ესპანეთის მეორე დივიზიონის მე-11 ტურის მატჩი სტუმრად „გრან კანარიასთან“ გამართა და 85:90 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 11 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 10 ქულა, ერთი მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა. ბურჯანაძემ სამი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.

„გრანადა“ ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ 96:89 დაამარცხა „ჟირონა“. ქართველმა მოთამაშემ შეხვედრა 2 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა.

„ტენერიფე“ 8 გამარჯვებით ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.

მსგავსი