კალათბურთი | ბექა ბურჯანაძემ „მანრესასთან“ მატჩში „გრანადას“ 9 ქულა შესძინა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მოთამაშის, ბექა ბურჯანაძის გუნდი „გრანადა“ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში „მანრესასთან“ 68:83 დამარცხდა.
ბურჯანაძემ მწვრთნელისგან შეხვედრაში 13 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა.
ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
საკალათბურთო კლუბი „გრანადა“ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ბასკონიასთან“ ჩაატარებს.