კალათბურთი | „ატლანტა“ გუნდის ვარსკვლავს, ტრეი იანგს „ვაშინგტონში“ გაცვლის #1TVSPORT
„ატლანტა ჰოქსის“ ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწია „ვაშინგტონ უიზარდსთან“ თავისი ვარსკვლავური გამთამაშებლის, ტრეი იანგის გაცვლაზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ESPN-ის ცნობილმა ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ.
გარიგების თანახმად, „ატლანტაში“ გადავლენ მცველები – სი ჯეი მაკოლუმი და კორი კისპერტი. აღნიშნავენ, რომ ეს გაცვლა საშუალებას მისცემს „ჰოქსს“, კონცენტრაცია მოახდინოს ფორვარდ ჯეილენ ჯონსონისა და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებაზე, მაშინ როცა „უიზარდსი“ მიიღებს შანსს, გუნდი ააშენოს იანგის გარშემო.
ტრეი იანგი „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ოთხგზის მონაწილეა. ის 2018 წელს დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩიეს.