კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძემ „ოკაპი აალსტის“ წინააღმდეგ „ოოსტენდეს“ 8 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT
ალექსანდრე მერკვილაძის „ოოსტენდემ“ ბენილუქსის ლიგის 26-ე ტურში უშუალო კონკურენტი „ოკაპი აალსტი“ სტუმრად დამაჯერებლად, 109:90 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 16 წუთი და 49 წამი დაჰყო, ხოლო ამ დროში გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. მერკვილაძემ ორი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო.
ამ გამარჯვებით „ოოსტენდემ“ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარა. საქართველოს ნაკრების წევრის გუნდი მხოლოდ „ანტვერპენ ჯაიანტსს“ ჩამორჩება.