კალათბურთი | ახალგაზრდულმა ნაკრებმა B დივიზიონი უკრაინასთან მატჩით გახსნა #1TVSPORT
კალათბურთი | ახალგაზრდულმა ნაკრებმა B დივიზიონი უკრაინასთან მატჩით გახსნა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონში პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე უკრაინა იყო, რომელიც პირველივე პერიოდში დაეუფლა უპირატესობას (25:11) და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა – 82:55.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი გუგა ნაცვლიშვილმა ჩააგდო – 14 ქულა, რასაც 8 მოხსნა მიამატა. 9 ქულა ჰქონდა გიორგი ოჩხიკიძეს, ხოლო სერგი ნინიუამ, ბაქარ ბერეკაშვილმა, ლუკა ლიკლიკაძემ და გიორგი სულაბერიძემ 7-7 ქულა ჩააგდეს.

ამავე ჯგუფში ტურნირის გახსნით მატჩში შვედეთმა 102:50 დაამარცხა აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრები.

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების თამაშებს განრიგი:

7 ივლისი – საქართველო VS უკრაინა 55:82

8 ივლისი – კოსოვო VS საქართველო, 15:30

11 ივლისი – საქართველო VS შვედეთი, 20:30

12 ივლისი – აზერბაიჯანი VS საქართველო, 23:00