კალათბურთი | 10 ქულა და შედეგიანი გადაცემა მატჩის ბოლოს - სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „შარლოტი“ დაამარცხა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 97:96 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 25 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა სამი სამქულიანი და ორი ორქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წამებზე გადამწყვეტი ბურთი იმანუელ ქუიკლიმ ქართველის გადაცემით ჩააგდო.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 19 ქულა ჰქონდა ბარეტს, ხოლო ქუიკლის – 21.
მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და სტუმრად „ბრუკლინ ნეტსი“ 104:103 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, აქტივში კი 6 ქულა, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. მან სამი ორქულიანი გამოიყენა.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 23 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ (21 გამარჯვება, 17 მარცხი) მეშვიდე ადგილს იკავებს.