კალათბურთელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი - ჯო ტომასონი არის ის, ვისაც ვეძებდით #1TVSPORT
კალათბურთელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი - ჯო ტომასონი არის ის, ვისაც ვეძებდით #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოში პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელიც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ გახსნა და ახალ ნატურალიზებულ კალათბურთელზე ილაპარაკა:

– უცხოელი კალათბურთელის შერჩევა ყოველთვის რთული პროცესია. თუმცა, საბოლოოდ, ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატურა შევარჩიეთ. ჯო ტომასონის მაღალ კლასზე ისიც მიუთითებს, რომ ახლახან ევროლიგის კლუბ „მაკაბიში“ გადავიდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ჯო ახლა აქ არ არის. ვიდრე ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, გადაწყვეტილი იყო, რომ 12 თებერვალს უნდა ჩამოსულიყო. რადგან „მაკაბი“ ევროლიგის გუნდია, გეგმები შეიცვალა, ტომასონი საქართველოს ნაკრებს 17 თებერვალს შეუერთდება და გუნდთან ერთად მოემზადება 23-ში დანიაში გასამართი მატჩისთვის.

ლეგიონერზე საკუთარი აზრი დააფიქსირა ნაკრების თავკაცმა, სერბმა ალექსანდრ ჯიკიჩმა:

– ბევრი ვიმუშავეთ და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიპოვნეთ ის, ვისაც ვეძებდით. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა მისი სიტყვები – როდესაც ვკითხე, როდის შეძლებდა საქართველოში ჩამოსვლას, მიპასუხა: როცა მეტყვით, მაშინ ჩამოვალო.