კალანდაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - „ფეჰერვარის“ ქართველი ლეგიონერი ვარჯიშს განაახლებს #1TVSPORT
კალანდაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - „ფეჰერვარის“ ქართველი ლეგიონერი ვარჯიშს განაახლებს #1TVSPORT

„ფეჰერვარის“ ქართველი ლეგიონერის, სანდრო კალანდაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრების კანდიდატი მცველი, სავარაუდოდ, უახლოესი შეხვედრისთვის მზად იქნება.

23 წლის ქართველმა მცველმა უნგრეთის ჩემპიონატის საშინაო შეხვედრა ჩემპიონ „ფერენცვაროშთან“ (1:3) „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ დაშავდა და მე-18 წუთზე შეცვალეს.

„სანდროს კუნთი დაეჭიმა და ამის გამო შეცვალეს. ტრავმა სერიოზული არ არის, წესით, ვარჯიში უკვე უნდა განაახლოს და, შესაბამისად, უახლოესი თამაშისთვისაც მზად იქნება“, – გვითხრა ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ.

შემდეგ შეხვედრას „ფეჰერვარი“ „დებრეცენთან“ სტუმრად გამართავს – უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრა 2 მარტსაა დაგეგმილი.