ალექსანდრე კალანდაძემ უნგრეთის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – „ფეჰერვარმა“ „გიორს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
23 წლის ქართველი მცველი უნგრულ კლუბში ორ იანვარს გადავიდა, პირველი შეხვედრა კი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, უნგრეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში გამართა.
კალანდაძემ 79 წუთი ითამაშა. ამ დროისთვის მისი გუნდი 0:1 აგებდა, „ფეჰერვარის“ მწვრთნელმა ქართველი მცველი ტაქტიკური მიზნით თავდამსხმელით შეცვალა და თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ მასპინძლებმა გოლი ვერ გაიტანეს და საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
„ფეჰერვარი“ 20 ტურის შემდეგ 24 ქულით მერვე ადგილზეა.