კალაძე მალდინის ესაუბრა - იტალიელი მეგობრების გამო ვდარდობ
კალაძე მალდინის ესაუბრა - იტალიელი მეგობრების გამო ვდარდობ

ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლუკა სერაფინიმ ინტაგრამის პირდაპირ ეთერში „მილანის“ ყოფილ მცველს და ვიცე-კაპიტანს, კახა კალაძეს ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, იტალიელი არსებული მდგომარტეობასა და მეგობრებზე ისაუბრა.

„მე ვესაუბრე პაოლო მალდინის. საერთოდ, იტალიაში, ბევრი მეგობარი მყავს და ყველა მათგანის მდგომარეობას განვიცდი. ჩემთვის ადვილი არაა იტალიის ასეთ მდგიონმარეობაში ხილვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“ – ამბობს კალაძე.

კახა კალაძე „მილანში“ 2001-2010 წლებში თამაშობდა, „როსონიერის“ ფორმით საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 194 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. იტალიელებთან ერთად კალაძე ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2002-03, 2006-07), ევროპის სუპერთასის მფლობელი (2003, 2007) და მსოფლიოს საკლუბო ჩემოპიონატის გამარჯვებული (2007).

აღსანიშნავია, რომ კალაძეს 2020 წლამდე „მილანის“ მცველებში ერთ სეზონში გატანილი გოლებით რეკორდსმენი იყო. სადებიუტო სეზონში, 2000/2001 წლების სეზონში, ქართველმა ოთხი გოლი გაიტანა, მანამდე ეს „მილანის“ ვერც ერთმა მცველმა ვერ მოახერხა. რეკორდი მხოლოდ 2020 წელს ფრანგმა თეო ფერნანდესმა გაუმჯობესა, რომელმაც 15 იანვარს რიგით მეხუთე გოლი გაიტანა.