კალაძე და კობიაშვილი მოედანზე ბრუნდებიან - ბერლინში მინი-ფეხბურთის ტურნირი იწყება
კალაძე და კობიაშვილი მოედანზე ბრუნდებიან - ბერლინში მინი-ფეხბურთის ტურნირი იწყება

ბერლინში ვეტერან ფეხბურთელთა ტრადიციული ტურნირი იწყება. მინი ფეხბურთში საუკეთესოს ტიტულისთვის სულ რვა კლუბი იბრძოლებს. მონაწილეთა შორის წელს პირველად „დინამო თბილისი“ იქნება. ქართულ კლუბში სხვადასხვა თაობის ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. მათ შორის: კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი იქნება.

ლევან კობიაშვილი „ჰერტას“ ვეტერან ფეხბურთელთა გუნდში იასპარეზებს. წელს ტურნირზე „დინამო თბილისი“ ერთადერთი უცხური კლუბია, კიდევ შვიდი კლუბი კი გერმანიას წარმოადგენს. ტურნირზე „დინამო თბილისი“ დღეს პირველ შეხვედრას თბილისის დროით 20:45-ზე გამართავს. თბილისელების მეტოქე „ბაიერ ლევერკუზენი“ იქნება, მეორე მატჩი კი მოგვიანებით დორტმუნდთან შედგება. ა ჯუფის მესამე შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები ხვალ „შალკეს“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ვეტერან ფეხბურთელთა ტრადიციული ტურნირი ბერლინში 11-12 იანვარს, მეთერთმეტედ გაიმართება.