კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის ფუნქცია ძალოსნობის ფედერაციაში წევრი ფედერაციების მიღება, ასევე შესაბამისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საერთაშორისო ფედერაციიდან გარიცხვა იქნება. კახი კახიაშვილი მუშაობას უკვე შეუდგა.

პარალელურად, საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება, რომელიც ბათუმის სპორტის ახალ სასახლეში ჩატარდება. მიიღებს. ამასთან, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ძალოსნობის ფედერაციისგან მიიღო შემოთავაზება, ევროპირველობის წლეულს, მარტში საქართველოში ჩატარების თაობაზე, რადგან წინასწარ შერჩეულმა მასპინძელმა ქვეყანამ ალბანეთმა საორგანიზაიო საკითხები ვერ მოაწესრიგა და ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის აღმასკომმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ევროპირველობის წლეულს მასპინძლობაზე, ვინაიდან ორ თვეში საორგანიზაციო საკითხების გადაჭრა ვერ მოხერხდებოდა. შესაბამისად, ფედერაცია და კულტურისა და სპორტის სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით აგრძელებს მზადებას 2019 წლის მარტში, ბათუმის ახალ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად.