კახი გოგიჩაიშვილი - პიოლიმ ამ მომენტში სპალეტის აჯობა #1TVSPORT
კახი გოგიჩაიშვილი - პიოლიმ ამ მომენტში სპალეტის აჯობა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა, კახი გოგიჩაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ გამოვარდნის მიზეზებზე საკუთარი მოსაზრება გამოხატა.

„ჩანდა, რომ მეოთხედფინალური შეხვედრებისთვის პიოლიმ გუნდი უკეთესად მოამზადა. „ნაპოლის“ ერთ კვირაში ორჯერ შეხვდა და „მილანი“ უკეთესად გამოვიდა. სტატისტიკურად უპირატესობას „ნაპოლი“ ფლობდა – ბურთის კონტროლში, მომენტების რაოდენობით, კარში დარტყმებით, უფრო მეტად უტევდა, ინიციატივა ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი შედეგია, რასაც „მილანმა“ მიაღწია. შედეგზე ითამაშეს და დაცვითი თამაში და კონტრშეტევებიც მათი სტრატეგია იყო. ჩემი აზრით, პიოლიმ სპალეტის ამ მომენტში აჯობა.

იყო თუ არა „ნაპოლი“ დამძიმებული? ამის შესახებ სპალეტიმ ისაუბრა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდი ფორმიდან ამოვარდა. ასეთი რამ ხდება, „მილანსაც“ ჰქონდა ეს პერიოდი და 3:0 და 4:0 წააგო. მე მგონია, რომ „ნაპოლი“ ახლა ამოვარდა ფორმიდან და, ბუნებრივია, ოსიმენის ტრავმამაც იმოქმედა. ეს აშკარად არ იყო ის „ნაპოლი“, რაც აქამდე გვახსოვდა“, – ამბობს კახი გოგიჩაიშვილი.