კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ფინეთში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე კახი ასანიძეს ატაცში ბრინჯაო, ხოლო აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები გადაეცა.

73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ ატაცში 143/146 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში კი მან ჯერ 170, შემდეგ კი 174 კგ. დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ორჭიდის ჯამში დაძლეული 320 კგ-ით კახი ასანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.