გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროსა და ყვარელში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, ხოლო ლაგოდეხში, თელავსა და ახმეტაში გრიგოლ ვაშაძე
გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროსა და ყვარელში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, ხოლო ლაგოდეხში, თელავსა და ახმეტაში გრიგოლ ვაშაძე

კახეთის რვა საარჩევნო ოლქის 309 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია მხოლოდ 58 უბნის მონაცემები.

კახეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გურჯაანში ფიქსირდება, სადაც ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 51 უბნიდან დათვლილი 14 უბნის მონაცემებით, 2058 ხმა მიიღო, ხოლო მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2690 ხმა.

ასევე ნაწილობრივ დათვლილი და ცესკო-ს საიტზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კახეთში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმა მიიღო საგარეჯოში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და ყვარელში. ხოლო გრიგოლ ვაშაძეს უპირატესობა აქვს ლაგოდეხში, თელავსა და ახმეტაში.

საგარეჯოს 50 უბნიდან მხოლოდ 10-ის მონაცემებია ჯერ ცნობილი, გრიგოლ ვაშაძემ 1044 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 1326;

გურჯაანის 51 უბნის 14 დათვლილი უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 2058 ხმა აქვს, სალომე ზურაბიშვილს 2690;

სიღნაღში 35-დან ჯერ მხოლოდ რვა უბნის შედეგია ცნობილი. გრიგოლ ვაშაძეს 666 ხმა, სალომე ზურაბიშვილს 809;

დედოფლისწყაროს 23 უბნიდან დათვლილი ხუთის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძემ 662 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა 1244;

ლაგოდეხში 37 უბნიდან მხოლოდ ოთხის შედეგია ჯერ ცნობილი, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს – 686 ხმა აქვს, სალომე ზურაბიშვილს – 400;

ყვარელში 30 საარჩევნო უბნიდან დათვლილია სამი უბნის მონაცემები. ხმები ასე ნაწილდება: გრიგოლ ვაშაძე – 555, სალომე ზურაბიშვილი – 885;

თელავში 54 უბნიდან ექვსის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 1046 ხმა აქვს, სალომე ზურაბიშვილს – 717;

ახმეტაში 29 უბნიდან მხოლოდ რვის მონაცემებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. გრიგოლ ვაშაძეს 1350 ხმა აქვს მიღებული, სალომე ზურაბიშვილს – 1049.