კახაბერ ოქრიაშვილი - დიმიტრი ხუნდაძეზე პარტიის თავმჯდომარისგან იყო სერიოზული ზეწოლა, მაგრამ მან პოზიცია არ შეიცვალა
კახაბერ ოქრიაშვილი - დიმიტრი ხუნდაძეზე პარტიის თავმჯდომარისგან იყო სერიოზული ზეწოლა, მაგრამ მან პოზიცია არ შეიცვალა

მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა იყო. მისი თქმით, დიმიტრი ხუნდაძეზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან იყო ზეწოლა და მასზე წავიდა მთელი აგრესია.

„დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. მომხრეებიც მრავლად არიან, მაგრამ მაგალითად, ოთარ ჩრდილელმა, რომელიც არ არის მაჟორიტარი დეპუტატი, დააფიქსირა, რომ ამ სისტემაზე გადასვლის არ არის მომხრე.

დაახლოებით, როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა ახალ საარჩევნო სისტემას, უფრო სწორად, მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას“, – განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მასზე ზეწოლა არ ყოფილა და პროექტი თუ არ ჩავარდება, უმრავლესობის რიგებს არ დატოვებს.