კახაბერ მოცრაძე - მარიამ ჯანაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იჭიდავებს
კახაბერ მოცრაძე - მარიამ ჯანაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იჭიდავებს

ჭიდაობა ძიუდოში ბაქოში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ქალთა შეჯიბრზე მონაწილეთა შორის საქართველო წარმოდგენილი არ იქნება – ეს ინფორმაცია დღეს სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, კახა მოცრაძემ დაადასტურა და მიზეზად სპორტსმენის ავადმყოფობა დაასახელა.

„მარიამ ჯანაშვილი საქართველოს ნაკრების ქალ წევრთაგან მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადის ერთადერთი წევრი იყო, მაგრამ მზადების დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინა თავი და მზადების პროცესიც შეწყდა. მწვრთნელთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მკურნალობის კურსს გააგრძელებს“, – განაცხადა კახა მოცრაძემ და დასძინა, რომ მარიამ ჯანაშვილი უკვე სალიცენზიო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.