კახა ზივზივაძე - ბუდუს დღეს საქართველოსთვის რომ გააქვს, ამ ადამიანების დამსახურებაა #1TVSPORT
კახა ზივზივაძე - ბუდუს დღეს საქართველოსთვის რომ გააქვს, ამ ადამიანების დამსახურებაა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა იმ ქართველ მწვრთნელებს, რომელთა დახმარებითაც საქართველოს ეროვნული ნაკრების და „კარლსრუეს“ თავდამსხმელმა დიდი ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა.

„მადლობა გიორგი ცეცაძეს ყველაფრის თავის დროზე დანახვისთვის. მახსოვს, მოთამაშეებს 19-წლამდელთა ნაკრებისთვის აგროვებდა და თემურ ლორთქიფანიძემ რეკომენდაცია გაუწია, ამ ბიჭს დააკვირდიო. გაამართლეს ბიჭებმა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

მადლობა მამუკა ხუნდაძეს, რომელმაც 7 წლის ბუდუზე მიყვანიდან ერთ თვეში მითხრა, დამიტოვე, ფეხბურთს ითამაშებსო და არ დაუკლია ზრუნვა. გამორჩეული მადლობა თემურ ლორთქიფანიძეს, რომელმაც ბუდუ პირველივე დღიდანვე (14 წლიდან) გარდაქმნა. დღეს ბუდუს საქართველოსთვის რომ გააქვს, მათი დამსახურებაა“, – წერს კახა ზივზივაძე.