კახა კუკავა სოფელ ხუცუბანის მოსახლეობას შეხვდა
კახა კუკავა სოფელ ხუცუბანის მოსახლეობას შეხვდა

ქართული ოცნება” და ,,ნაციონალური მოძრაობა” რასაც ერთმანეთზე ამბობენ, დაუჯერეთ, მართლები არიან, -ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანის მოსახლეობასთან შეხვდრისას განაცხადა.

კახა კუკავამ ადგილობრივებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა.

კახა კუკავა მარიხუანას შესაძლო ლეგალიზაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს ახალგაზრდობის დაღუპვა იქნება.

„მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ მარიხუანას  მოხმარება ცუდი და მავნებელია. სახელმწიფო ყველა ნარკოტიკს, მათ შორის მარიხუანას უნდა ებრძოლოს. ასეთია ჩვენი მიდგომა”,- განაცხადა კუკვამ.

,,თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა რუსეთ- საქართველოს ურთიერთობზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მას შიშით არ უნდა ვუყუროთ.

კახა კუკავა სოფელ ხუცუბანის შემდეგ სოფელ ცეცხლაურში გამართავს მოსახლეობასთან შეხვედრას.