კახა კუკავა - ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ტყით სარგებლობის უფლება გაუუქმდება უცხოურ კომპანიებს და  გადაეცემა გლეხებს
კახა კუკავა - ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ტყით სარგებლობის უფლება გაუუქმდება უცხოურ კომპანიებს და გადაეცემა გლეხებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კახა კუკავამ და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მიმდებარედ, მუხნარის ტყეში გამხმარი მუხის ხე დახერხეს.

მათი თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას გამხმარი ხეებით სარგებლობის უფლებას არ აძლევს.

„შესაბამისი უწყება სანიტარული ჭრის განხორციელებას ვერ ახერხებს მაშინ, როცა გლეხებს გამხმარი ხის ჭრისთვის 1000 და 1500 ლარით აჯარიმებს. ვპირდები ამომრჩეველს, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ყველა უცხოურ კომპანიას გაუუქმდება ტყით სარგებლობის უფლება და ეს უფლება გადაეცემა გლეხებს”,-განაცხადა კახა კუკავამ.

მუხნარის ტყეში დახერხილ ხის მასალას კუკავას მხარდამჭერები სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანენ.