კახა კუჭავა - სააკაშვილის დაკავება იმდენად მაღალ დონეზე ჩატარდა, რომ ერთი ადამიანიც არ დაშავებულა
კახა კუჭავა - სააკაშვილის დაკავება იმდენად მაღალ დონეზე ჩატარდა, რომ ერთი ადამიანიც არ დაშავებულა

სააკაშვილი ისე დააკავეს, იმდენად მაღალ დონეზე ჩატარდა, რომ ერთი ადამიანიც არ დაშავებულა, – განაცხადა თემის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, არ ეგონა, თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში.

„ნამდვილად არ მეგონა, თუ იქნებოდა აქ. როდესაც ადამიანი 100-ჯერ გაცემს პირობას და ასმეერთეჯერაც გთხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს. მეეჭვება, დასაჯერებელი იყოს, როცა იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია.

ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, სამართალდამცველები აკონტროლებდნენ მის მარშრუტს და მოხდა მისი დაკავება ისე, რომ ერთი ადამიანიც კი არ დაშავებულა, იმდენად მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.